"ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექნმისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკმებრის №24.16.832 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 12.03.467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 18/05/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110519012, 23/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016058
  • Word
12.03.467
18/05/2011
ვებგვერდი, 110519012, 23/05/2011
040030000.37.101.016058
"ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექნმისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკმებრის №24.16.832 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ  თბილისის  მთავრობის              

დადგენილება №12.03.467

2011 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის  არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ”             ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებაში (გაზეთი ,,24 საათი’’ 30.12.2008 წ. , №293) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების ( დებულების) მე-3 მუხლ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები :

,,5. სამსახური უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნეული ფუნქციები , გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე.

6. ამ წესდების (დებულების) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად სამსახურს აქვს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, გუდაურის სარეკრაციო ტერიტორიაზე გამოცემულ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის, შეცდომების გასწორების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადებისა და არარად აღიარების უფლებამოსილება.’’.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი

მოადგილე (ვიცე -მერი)                                                                     . ნინიძე