„ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 19/05/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110519009, 23/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016027
  • Word
17
19/05/2011
ვებგვერდი, 110519009, 23/05/2011
010260030.52.101.016027
„ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №17

2011 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებით დამტკიცებულ (გაზეთი ,,24 საათი“ , №291,გვ.15, 29 დეკემბერი 2006წ.) ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ’’ ქვეპუნქტი:

,,რ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.’’;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. სამსახური უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადით, მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებები და ვალდებულებები (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,რ’’, ,,ტ’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტებითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’, ,,მ’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები) განახორციელოს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე.’’.

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                           გ .უგულავა