„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისრაციის წესების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისრაციის წესების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110519004, 19/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016041
  • Word
407
19/05/2011
ვებგვერდი, 110519004, 19/05/2011
310150000.22.034.016041
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისრაციის წესების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №407

2011 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.

,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007წ. №14 მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

1. პირველ მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. ეს ინსტრუქცია დამატებით ადგენს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, აგრეთვე ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის „ზ-ი" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების  რეგისტრაციის წესს.“

2. მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „თ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

1) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა.“.

3. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს 9და 92 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

 „91. 2000 წელს და შემდგომ პერიოდში გამოშვებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ხორციელდება როგორც მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე, აგრეთვე საექსპერტო  შემოწმებაზე  სააგენტოს  უფლებამოსილი  პირების მიერ, რაზედაც ადგენენ შესაბამის დათვალიერების აქტს (ფორმა 1).“

 „92. პირველადი რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საექსპერტო შემოწმებასთან ერთად ტარდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რაზედაც დგება შესაბამის დათვალიერების აქტი.“.

4. მე-13 მუხლის:

ა)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  შიდა ტრანზიტი დროებითი სანომრე ნიშანი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა:

დ.ა) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა მოტოციკლისა) ზომით 520 X 110  მმ. სანომრე ნიშანის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული  ლათინურშრიფტიანი ორი ასო TR ან TG და ოთხი ციფრით; ასოთა და ციფრთა კომბინაციის შუაში დატანილი ტირეთი და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით;

დ.ბ) მოტოციკლზე ზომით 240 X 130 მმ. ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამითა და ლათინურ ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშანზე გამოსახულია ლათინურშრიფტიანი  ასო T, ხოლო მის ქვეშ სამი ციფრი;“

ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებზე და საკონსულო დაწესებულებებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას (დროებითი რეგისტრაციისას) მათი წერილობითო მოთხოვნის საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას შესაძლებელია მიენიჭოს ამ მუხლის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანომრე ნიშანი.“

5. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშანი, რომლებიც ქვეყნის ფარგლებში იხსნებიან აღრიცხვიდან საქართველოდან გაყვანის და უცხო სახელმწიფოში რეგისტრაციის ან განკარგვის მიზნით, ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს და სანაცვლოდ გაიცემა 90 კალენდარული დღის ვადის მქონე სატრანზიტო სანომრე ნიშანი.“

6. 37-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 371 მუხლი შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებზე, აგრეთვე ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის „ზ-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) ერთობლივი განცხადება;

ბ) ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება;

გ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის გამცემის, მეიჯარის ან გამქირავებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სახელმწიფო სანომრე ნიშნები;

დ) ლიზინგის მიმღების, მოიჯარის ან დამქირავებლის განცხადება, ამ ბრძანების მე-13 მუხლის „ზ“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი სანომრე ნიშნის გაცემის მოთხოვნის თაობაზე;

ე) ლიზინგის მიმღების, მოიჯარის ან დამქირავებლის დიპლომატიური ბარათი (სამსახურებრივი ბარათი) ან/და რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება;

ვ) დათვალიერების აქტი;

ზ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის   დამადასტურებელი ქვითარი.

2. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ამ წესის მე-13 მუხლის „ზ-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე საქართველოში  ლიზინგის, ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული  მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ აღნიშნულის თაობაზე ხელშეკრულება  ითვალისწინებს   მხარეთა  შეთანხმებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას გაიცემა ახალი სარეგისტრაციო ნიშნები, ხოლო ლიზინგის გამცემის, მეიჯარის ან გამქირავებლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სახელმწიფო სანომრე ნიშნები რეგისტრაციის გაუქმებამდე ინახება სააგენტოში. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, მასზე ლიზინგის გამცემის, მეიჯარის ან გამქირავებლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ უქმდება.

4. ამ მუხლით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია:

ა) ხელშეკრულების შეწყვეტა, გაუქმება ან მოშლა;

ბ) მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისება;

გ) მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულები არიან მიმართონ სააგნტოს  რეგისტრაციის გაუქმებისა და სარეგისტრაციო ნიშნების შეცვლის  მიზნით.

7. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია არ განხორციელდება, ხოლო რეგისტრირებულს/აღრიცხულს არ გააჩნია იურიდიული ძალა და არ აფერხებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას, თუ:

ა) უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;

ბ) ვერ ხორციელდება უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის სრულყოფილი იდენტიფიცირება;

გ) უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტი სააგენტოში დაცული არ არის ან  უფლებრივი შეზღუდვა აღრიცხულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;

დ) უფლებრივი შეზღუდვა აღრიცხულია მას შემდეგ, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სხვა პირის საკუთრებაში იყო აღრიცხული.“.

მუხლი 2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. მერაბიშვილი