დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110519002, 24/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.140.016014 |
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2011 წლის 18 მაისი
დ.ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის უზრუნველსაყოფად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა თანდართული დანართების შესაბამისად;
დადგენილება ძალაშია ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი
გერბის ფარის ოქროს ველზე მოთავსებულია მცირე ფარი თანმხლები 8 მეწამული ჯვრით (3-2-3), მცირე ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია სამეფო ოქროს გვირგვინი, ხოლო მის ქვემოთ ერთმანეთზე ჯვარედინად დადებული ოქროს გრაგნილი და ოქროს კვერთხი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – ,,ასპინძა”.
ასპინძის მუნიციპალიტეტის დროშა
დროშის ყვითელ ველზე ცენტრში მოთავსებულ მართკუთხედის მეწამულ ველზე გამოსახულია გაყოფილი სამეფო ოქროს გვირგვინი. მეწამულ მართკუთხედს გარშემო შემოყვება 8 მეწამული ჯვარი (3-2-3).
დროშის პროპორციაა 2:3.

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები