საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001 წლის 1 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001 წლის 1 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01/01-01/72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 22/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 15/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 300390000.11.104.005301
  • Word
01/01-01/72
20/05/2002
სსმ, 49, 22/05/2002
300390000.11.104.005301
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001 წლის 1 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.104.005.301

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის

ბრძანება №01/01-01/72

2002 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001 წლის 1 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ფასების სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ფასების სახელმწიფო ინსპექციის რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის დებულების” დამტკიცების შესახებ 2001 წლის 1 მარტის №22 ბრძანებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულებაში სიტყვები რეგიონული” შეიცვალოს სიტყვით ტერიტორიული”.

ბ) 1 თავის მე-6 პუნქტს სიტყვის სტრუქტურებზეს” შემდეგ დაემატოს სიტყვები (შემდგომში ფასების ინსპექციები).

გ) მე-3 თავის მე-10 პუნქტის დ”-ე ქვეპუნქტს სიტყვის “მეურნე სუბიექტებში” შემდეგ დაემატოს შემდეგი წინადადება “სადაც მომსახურებაზე, საქონელსა და პროდუქციაზე ვრცელდება სახელმწიფო რეგულირება”.

დ) მე-3 თავის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ღ” ქვეპუნქტი: ,,ღ” საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს პირები განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად და აუნაზღაუროს მათ შესრულებული სამუშაო ხელშეკრულების საფუძველზე”.

ე)    მე-3 თავის მე-10 პუნქტის ყ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ყ” დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში”.

ვ)    მე-3 თავის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შ” ქვეპუნქტი ასევე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები”.

ზ)   მე-4 თავის მე-11 პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: იგი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს და შედგება ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის ფასების ინსპექციის, აღმოსავლეთ საქართველოს ფასების ინსპექციისა და დასავლეთ საქართველოს ფასების ინსპექციისაგან. ავტონომიური რესპუბლიკების ფასების ინსპექციები მოქმედებენ საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი კანონმდებლობით.”.

თ)   მე-4 თავის მე-13 პუნქტიდან ამოღებულ იქნს სიტყვები: “მათ შორის ერთი პირველი”.

ი)    მე-4 თავის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: “ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის ფუნქციებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე ინსპექციის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე”.

კ)     მე-4 თავის 28-ე პუნქტში სიტყვა მუხლით”, შეიცვალოს სიტყვით პუნქტით”.

ლ)   29-ე პუნქტში სიტყვები ეკონომიკის მინისტრის”, შეიცვალოს სიტყვებით ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის”.

მ)    დებულებას ჩაემატოს IV1 თავი შემდეგი სახელწოდებითა და შინაარსით: თავი IV1 ფასების სახელმწიფო ინსპექციის სტრუქტურა”.

381. ინსპექციის სტრუქტურაშია:

ა) ცენტრალური აპარატი;

ბ) აჭარის ა/რ ფასების ინსპექცია;

გ) ქ. თბილისის ფასების ინსპექცია;

დ) აღმოსავლეთ საქართველოს ფასების ინსპექცია;

ე) დასავლეთ საქართველოს ფასების ინსპექცია.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაჩეჩილაძე