დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 16/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.237 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №103
2005 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №95, მუხლი 816) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების ვიზირება, რომლებიც იდება არარეზიდენტ პირთან ან/და საჭიროებს პარტნიორთა კრების (საერთო კრების) ან სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას.”.
2. 22-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების ვიზირებასთან დაკავშირებული მასალების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც იდება არარეზიდენტ პირთან ან./და საჭიროებს პარტნიორთა კრების (საერთო კრების) ან სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას.”
3. ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები