რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

  • Word
რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/05/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110518018, 19/05/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
443
13/05/2011
ვებგვერდი, 110518018, 19/05/2011
რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №443

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის 225/01 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2004 წლის 22 დეკემბრის 818 განკარგულება და საკრედიტო კავშირს „ალამბარი“ გაუუქმდეს არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია 1640056.

2. საკრედიტო კავშირის „ალამბარი“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნოდარ შამილაძე.

აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. 6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                                 . ნადარაია