ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების სქემის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების სქემის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17.29.840
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 11/06/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 21/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 300330000.37.101.000074
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17.29.840
11/06/2010
სსმ, 72, 21/06/2010
300330000.37.101.000074
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების სქემის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/06/2010 - 23/09/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.330.000.37.101.000.074

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №17.29.840

2010 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების სქემის დამტკიცების თაობაზე

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 231 მუხლის „თ” პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის, ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის „თ” ქვეპუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №36 ბრძანებით დამტკიცებული დანართი 1-ის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები, დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საავტობუსო სამარშრუტო სქემის დამტკიცების თაობაზე“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.01.381 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი      გ. უგულავა