დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110518013, 20/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.105.016034 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2011 წლის 16 მაისი
ქ. ზუგდიდი
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ( სსმ 08.04.2011 წ.), კერძოდ:
ა) დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი კარგი და მწირი ხარისხის მიწებისათვის განისაზღვროს:
ა) სახნავი და სხვა მიწებისათვის _ 77 ლარი;
ბ) საკარმიდამო მიწებისათვის _ 77 ლარი;
გ) გაკულტურებულ სათიბებზე _ 20 ლარი;
დ) გაკულტურებულ საძოვრებზე _ 16 ლარი;
ე) სათიბებზე (გარდა გაკულტურებული სათიბებისა) – 18 ლარი;
ვ) საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 15 ლარი. ‘’
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
გრ. სხულუხია
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები