"საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110518009, 18/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016373
  • Word
213
13/05/2011
ვებგვერდი, 110518009, 18/05/2011
010240030.10.003.016373
"საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით (სსმ, 18.03.2011წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„13. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქ. №6.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ე) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;

ვ) ენერგეტიკული დეპარტამენტი;

ზ) ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;

თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამ­სა­ხური);

ი) იურიდიული დეპარტამენტი;

კ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“;

ბ)  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ენერგეტიკული  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რე­კო­მენდაციების მომზადება;

ბ) მინისტრის დავალების შესაბამისად საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზა­დება, განხორციელება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;

გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუა­ლებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუ­შა­ვება;

ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტო­რინ­გი;

ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენ­და­ციების მომზადება;

თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მი­მართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრა­მების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგველი პოლი­ტი­კის ოპტიმალურად გათვალისწინება;

ი) საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელ­შეწყობა;

კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სა­ხელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძ­ლიე­რე­ბის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტი­მალურ მი­­მართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორ­დინაცია;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზა­ცი­ების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწი­ლეობა;

ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარ­მართვის ხელშეწყობა;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სა­ხელ­მწიფო პოლიტიკის ძირითად მიმარ­თულებათა შემუშავებაში მონაწი­ლე­ო­ბის მიღება;

პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შეს­რულება.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ბუნებრივი რესურსების სფეროში არსებული მდგომარეობის ანა­ლი­ზი და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზა­ციე­ბის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;

გ) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში პო­ლი­ტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მი­ღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული სა­კით­ხების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ე) ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისთვის შესაბამისი წი­ნადადებების შემუშავება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გეოლოგიურ გარემოში სასარ­გებლო წიაღისეულის მართვის ძი­რითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების გა­ნ­აწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერ­თაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარ­გებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმების შემუშავებაში მონა­წილეობის მიღება;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების სარ­გებლობის მიზნით გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შეს­რუ­ლება.“.

მუხლი 2.   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ნ . გილაური