დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110518009, 18/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016373 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №213
2011 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით (სსმ, 18.03.2011წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქ. №6.“.
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ე) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;
ვ) ენერგეტიკული დეპარტამენტი;
ზ) ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;
თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამსახური);
ი) იურიდიული დეპარტამენტი;
კ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) მინისტრის დავალების შესაბამისად საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზადება, განხორციელება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;
გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;
ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტორინგი;
ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგველი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება;
ი) საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;
კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;
ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბუნებრივი რესურსების სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;
გ) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება;
ე) ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მიზნით გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები