საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110518008, 18/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016372
  • Word
212
13/05/2011
ვებგვერდი, 110518008, 18/05/2011
040030000.10.003.016372
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 212

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან (შემდგომში – ბიურო) არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრი ბიუროსთან მიერთების გზით.

2. ბიურო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის უფლებამონაცვლედ.

3. ბიურომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          . გილაური