შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110518006, 18/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 300230000.10.003.016370
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
210
13/05/2011
ვებგვერდი, 110518006, 18/05/2011
300230000.10.003.016370
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (18/05/2011 - 01/12/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 210

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შესა­ბა­მისად:

1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტისათვის განი­საზღვროს მომსახურების ტარიფი 160 ლარის ოდენობით ერთ ტონაზე.

2. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე და ტარიფის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წა­რე­დ­გინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.

3. დაუშვებელია მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის განხორციელება.

4. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად მიიჩნევა ლითონის მეო­რადი ნედლეული, რომელიც  განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათ­ვის, და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური და­მუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გა­მოუ­სა­დეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმი­ური და­ზია­ნების ან სხვა მიზეზთა გამო.

5. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იური­დი­ულ­მა პირმა – შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის 6 მაისიდან.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქ­მედება გავრცელდეს 2011 წლის 6 მაისიდან წარმოშობილ სამარ­თლებ­რივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი        ნ. გილაური