დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მეორე აუქციონის განაცხადი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."პრობლემური სესხების სააგენტო" |
| მიღების თარიღი | 17/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110517027, 18/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
მეორე აუქციონის განაცხადი
გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სს „პრობლემური სესხების სააგენტოს“ გაკოტრების მმართველი შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ აცხადებს მეორე აუქციონს სს „პრობლემური სესხების სააგენტოს“ (იურიდიული მისამართი: თბილისი, კოსტავას N-27, ს/კ: 204556774) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.
აუქციონი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4, სართული 2, ოფისი №11, 2011 წლის 9 ივნისს, 16:00 სთ-ზე.
აუქციონზე იყიდება სს „პრობლემური სესხების სააგენტოს“ კუთვნილი/ბალანსზე არსებული შემდეგი მოძრავი ქონება, მათ შორის:
| № | დასახელება | რაოდენობა (ცალი) | ერთეულის საბაზრო ღირებულება (ლარი) | ერთეულის საბაზრო ღირებულება (ლარი) |
| 1 | HDD/8400 51SVGA/2GB DDR | 1 | 175 | 175 |
| 2 | LCD SAMSUNG 943 W | 1 | 75 | 75 |
| 3 | PRINTER HP 1120 LJ | 1 | 90 | 90 |
| 4 | HDD250 2GBRAM | 1 | 100 | 100 |
| 5 | HDD320GB | 1 | 20 | 20 |
| 6 | LG 17 | 1 | 55 | 55 |
| 7 | SLIMSTAR 1000 | 1 | 2.5 | 2.5 |
| 8 | A 4 TECH ÌÀÖÓÉ | 1 | 2.5 | 2.5 |
| 9 | ASUS pk5kpl/DDR 2GB/HDD/dwdrw | 2 | 175 | 350 |
| 10 | ÃÉÍÀÌÉÊÉ | 2 | 2.5 | 5 |
| 11 | PRINTER CANON 303 კარტრიჯი | 1 | 5 | 5 |
| 12 | ÊËÀÅÉÀÔÖÒÀ | 2 | 2.5 | 5 |
| 13 | ÌÀÖÓÉ | 2 | 1 | 2 |
| 14 | ÌÏÍÉÔÏÒÉ 17 " LG | 2 | 55 | 110 |
| 15 | ÐÒÉÍÔÄÒÉ CANON 2900 | 1 | 40 | 40 |
| 16 | ÐÒÏÝÄÓÏÒÉ KPL/CPU 2.5 | 1 | 175 | 175 |
| 17 | MONITOR 19 LCD W | 1 | 75 | 75 |
| 18 | ÊËÀÅÉÀÔÖÒÀ | 1 | 2.5 | 2.5 |
| 19 | ÌÀÖÓÉ | 1 | 2.5 | 2.5 |
| 20 | ÌÏÁÉËÖÒÉ ÔÄËÄ×ÏÍÉÓ ÀÐÀÒÀÔÉ | 6 | 7.5 | 45 |
| 21 | ÊËÀÅÉÀÔÖÒÀ SLIMSTAR 110 | 1 | 2.5 | 2.5 |
| 22 | ÂÀÌÀÈÁÏÁÄËÉ | 1 | 150 | 150 |
| 23 | ÂÀÌÀÈÁÏÁÄËÉ VP 1020 KT | 1 | 40 | 40 |
| 24 | GREEÊÀËÏÒÉ×ÄËÉ QG20B | 1 | 40 | 40 |
|
| ჯამი |
|
| 1569.5 |
წილები შემდეგ კომპანიაში:
შპს „ლუს-2“ (ს/კ: 204567824) – 100%; - ღირებულება - 0.5 ლარი
შპს „იმედის კონცხი“ (ს/კ: 200273676) – 100%; - ღირებულება - 0.5 ლარი
შპს „სატივე გვირილას“ (ს/კ: 204569797) – 100%. - ღირებულება - 0.5 ლარი
პრობლემური სესხების წილების საერთო ჯამია - 1.5 ლარი
აუქციონზე გასაყიდი ერთიანი სამეურვეო ქონების საწყისი ფასია 1571 (ერთი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველ იურიდიულ პირს შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენს“ უნდა მიმართოს არა უგვიანეს 2011 წლის 8 ივნისს 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული (ტელ.: 99595 959997), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა;
ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;
გ) ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის მოწმობა.
გაკოტრების მმართველი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილებას, რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს განაცხადს და აფიქსირებს მიღების დროს.
აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება წყდება.
აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.
აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება გაკოტრების მმართველის ანგარიშზე (მიმართეთ გაკოტრების მმართველს) შეიტანოს გადასახდელი თანხა სრულად 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობა საკუთრების უფლება.
თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება, გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდება საბანკო გარანტია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები