დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 22 ივლისის №65 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110517022, 18/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.029.016016 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №62
2011 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 22 ივლისის №65 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 22 ივლისის №65 ბრძანების (სსმ III, 27.07.2010, №91, მუხ. 1339) პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტი მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან შექმნილი შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.“
2. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავება და მინისტრისათვის შესათანხმებლად წარდგენა;“
3. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს. სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე და მას ამტკიცებს მინისტრი;“
4. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) თანამშრომლობს საბჭოსთან და მოთხოვნის შემთხვევაში საბჭოს თანამშრომლებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციით;“
5. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ასრულებს საბჭოს მიერ განსაზღვრულ, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.“
6. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია.“
7. დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტმა ყოველკვარტალურად აწარმოოს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ანგარიშგება და წარუდგინოს საბჭოს.
4. შიდა აუდიტის უფროსი შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წლიურ ანგარიშს. წლიური ანგარიში ასევე წარედგინება საბჭოს მიმდინარე წლის არა უგვიანეს 31 იანვრისა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) ინფორმაციას განხორციელებული შიდა აუდიტის შესახებ;
გ) ძირითად დასკვნებს და რეკომენდაციებს დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებულ საქმიანობას და ინფორმაციას შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) წინადადებებს შიდა აუდიტის განვითარების შესახებ;
ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერ შეზღუდვას.“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. სუბელიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები