დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110517018, 19/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340090000.22.032.016029 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-75
2011 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2–157 ბრძანებაში (სსმ III, 25.11.2008, №167, მუხლი 1693) შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა (დანართი №1) დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის აღრიცხა-ანგარიშგების (დანართი №3) წესის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების (შემდგომში – მოწმობა) დამზადებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“;
ბ) პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„3. სააგენტოს მიერ მოწმობების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2).
4. აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს მოწმობებს სააგენტოს იმ თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს მოწმობები.“;
გ) მე-2 მუხლი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოწმობები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირებთან „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოწმობებს ავსებს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.“
ე) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოწმობის ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოში, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს.“
ვ) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოწმობების შენახვაზე, აღრიცხვაზე და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
2. სააგენტო ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი მოწმობების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
დანართი №1
![]()
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
სურსათის ეროვნული სააგენტო
ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის
სარეგისტრაციო მოწმობა № 000000
ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის დასახელება
_________________________________________________________________________
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
_________________________________________________________________________
ფორმა, დოზა, კონცენტრაცია და შეფუთვაში არსებული რაოდენობა
_________________________________________________________________________
მწარმოებელი ქვეყანა
_________________________________________________________________________
განკუთვნილია (ცხოველის სახეობა)
_________________________________________________________________________
მფლობელი (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება და მისამართი)
რეგისტრაციის თარიღი: .................... მოქმედების ვადა: ........................
უფლებამოსილი პირი
ხელმოწერა ბ.ა.
სფს-ს №
დამკვეთი: სურსათის ეროვნული სააგენტო
დამამზადებელი:
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები