„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110517014, 20/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 06/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.106.016033
  • Word
40
10/05/2011
ვებგვერდი, 110517014, 20/05/2011
200130000.35.106.016033
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N40

    2011 წლის 10 მაისი

ქ. ხობი                                                     

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის 394 დადგენილების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის 33 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 110405019, 08.04.2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კარგი და მწირი ხარისხის მიწებისთვის (გარდა სათიბებისა და საძოვრებისა) – 76 ლარი;

ბ) ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბებისთვის 20 ლარი;

გ) ბუნებრივი და გაკულტურებული საძოვრებისთვის 16 ლარი.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   მ. ჭოხონელიძე