დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110517011, 20/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016030 |
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2011 წლის 10 მაისი
ქ. ხობი
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №26 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 110307104, 21.03.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების დანართის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„გ) განახორციელოს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება კანონმდებლობის შესაბამისად;“;
გ) დადგენილების დანართის მე-7 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“;
დ) დადგენილების დანართის მე-7 მუხლის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები