„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის N118 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110517009, 20/05/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.106.016028
  • Word
35
10/05/2011
ვებგვერდი, 110517009, 20/05/2011
210020010.35.106.016028
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის N118 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N35

2011 წლის 10 მაისი

ქ. ხობი  

 „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს        2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში (გაზეთი „ახალი სამკუთხედი“, №11, 28.04.2009 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდევინება ხორციელდება წინასწარ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გადამხდელისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.“;

ბ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურ ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღება უზრუნველყო საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე          მ. ჭოხონელიძე