"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110517006, 17/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.016360
  • Word
200
13/05/2011
ვებგვერდი, 110517006, 17/05/2011
390050020.10.003.016360
"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 200

2011 წლის 13 მაისი

. თბილისი

ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., 94, მუხ. 1066) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზირებას არ ექვემდებარება სოციალური ჭრა, სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობა (მათ შორის, ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება) და ტყითმოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე‑ტყის ჭრა, ასევე წიაღით მოსარგებლისათვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა.“.

2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) ხე-ტყით დაკმაყოფილების მიზნით სოციალური ჭრის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში იღებენ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოები. იმ შემთხვევაში, თუ არაკომერციული მიზნით სოციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის გამოყოფის შესახებ საკითხი დასმულია სხვა პირის მიერ, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავენ საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების აუცილებელ რაოდენობას და შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მეშვეობით თავად ახორციელებენ მათ ტირაჟირებას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური