დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/01-01/104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 03/07/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/10/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.11.104.005914 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.11.104.005.914
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის
ბრძანება №01/01-01/104
2003 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ სმაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანებით (სსმ III, №16(25) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7 „გამყიდველი“ კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზებისას – კონკურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 4 თვით ადრე უზრუნველყოფს კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებით დამტკიცებული საპარივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის მე-5 პუნქტის „ბ) და „გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვთევებში, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზებისას, საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი უფლებამოსილია შეამციროს ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა, მაგრამ არანაკლებ 2 თვისა კონკურსის ჩატარების თარიღამდე. „გამყიდველი“ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ინფორმაციის გამოქვეყნებას ცენტრალურ ან ადგილობრივ პრესაში, მათ შორის, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“;
ბ) ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტის ქსელით;
გ) ინფორმაციის დაგზავნას საქართველოს საელჩოებზე უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებზე საქართველოში.“.
2. დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში დადგენილი წესით რეგისტრაცია.
3. დაევალოს სამინისტროს აპარატს რეგისტრაციის შემდეგ წინამდებარე ბრძანების გამოქვეყნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს გ. მეგრელიძეს.
გ. გაჩეჩილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები