„სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №4/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №4/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6/2
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110516013, 19/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.159.016044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6/2
13/05/2011
ვებგვერდი, 110516013, 19/05/2011
370020000.35.159.016044
„სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №4/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (19/05/2011 - 13/06/2011)

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6/2

2011 წლის 13 მაისი

მარნეული

„სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №4/2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №4/2 დადგენილებაში (სსმ, 04.04.2011წ.) შევიდეს ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.

2. დადგენილების №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 დანართი №1

სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x IMG x C x K, სადაც:

) CNარის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

) IMG არის . მარნეულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,52-;

) ITLარის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც:

.) ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-;

.) შუალედური ზონისათვის – 1-;

.) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-;

) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 160-.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

ზონა

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

1

            ცენტრალური ზონა

 

 

0,52

1,3

0,24

160

25,9584

2

             შუალედური ზონა

 

 

0,52

1

0,24

160

19,968

3

               პერიფერიული ზონა

 

 

0,52

0,7

0,24

160

13,9776

 

 

 

 

 

 

 

 

3. სოფლებში და დასახლებათა შორის არეალში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ით და შეადგენს 5,9904 ლარს.

4. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების (50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 125%-ით, რომელიც შეადგენს 24,96 ლარს.

5. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით, რომელიც შეადგენს 9,984 ლარს.“;

                                                                   დანართი 2

ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება

ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე

ზონირება

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

1

ქ.მარნეულის რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

1,3

შუალედური ზონა

2

ბორჩალოს, მაზნიაშვილის, შაიგას, გამსახურდიას კურბანოვის, ლაღიძის, ერეკ-ლე II, მუსხელაშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდათის, რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

1

პერიფერიული ზონა

3

რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს,იაღლუჯის, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები. ნარიმანოვის ქუჩის ჩიხები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და ქ. მარნეულში მდებარე სხვა ტერიტორიები

0,7

“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე           ი. ქერიმოვი