თამბაქოს ნაწარმის იმპორტის, აღრიცხვისა და დაბეგვრის სრულყოფის თაობაზე

  • Word
თამბაქოს ნაწარმის იმპორტის, აღრიცხვისა და დაბეგვრის სრულყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 02/02/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2005
სარეგისტრაციო კოდი 230210000.11.114.004627
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
52
31/01/2001
სსმ, 10, 02/02/2001
230210000.11.114.004627
თამბაქოს ნაწარმის იმპორტის, აღრიცხვისა და დაბეგვრის სრულყოფის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (02/02/2001 - 10/01/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაცი კოდი 230.210.000.11.114.004.627

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება 52

2001 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

თამბაქოს ნაწარმის იმპორტის, აღრიცხვისა და დაბეგვრის სრულყოფის თაობაზე

„საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების და „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 იანვრის №10 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად, თამბაქოს ნაწარმის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში მის საბითუმო და საცალო მიწოდებაზე კონტროლის, აღრიცხვის და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების დროულად და სრულად მობილიზაციის მიზნით:

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ” (დანართი №1).

2. დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვა” (დანართი №2), “თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათი” და მისი შევსების წესი (დანართი №3,4).

3. დაევალოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს (კ. თევდორაძე) თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ნებართვის ფორმების დაბეჭდვა.

4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს:

– „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ” ინსტრუქციის, თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვის ფორმების ნიმუშების დროული დაყვანა საბაჟო ორგანოებამდე სახელმძღვანელოდ;

– დაბეჭდილი ფორმებისა და მათთვის განკუთვნილი ჰოლოგრამული მარკების გაცემა, აღრიცხვა და არქივაციის წარმოება;

– მის მიერ გაცემული თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვის ქსეროასლების ოპერატიული მიწოდება საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსათვის;

– თამბაქოს ნაწარმის ყოველი კონკრეტული პარტიის საბაჟო გაფორმების ამსახველი დოკუმენტების ქსეროასლების მიწოდება ყოვლკვირეულად საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსათვის.

5. საბაჟო ორგანოებმა: მკაცრად დაიცვან საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2000 წლის 6 ივნისის №96 ბრძანების მე-3 პუნქტის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, არ დაუშვან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის ყოველი კონკრეტული პარტიის გადაადგილება და საბაჟო გაფორმება საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისას) და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვის გარეშე.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს გ. გაჩეჩილაძეს.

7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი

დანართი №1

ინსტრუქცია

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ

I. საერთო დებულება

1. წინამდებარე ინსტრუქციით რეგულირდება „საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 და „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2001 წლის 15 იანვრის №10 ბრძანებულებებით გათვალისწინებულ მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის (შემდგომში – თამბაქოს ნაწარმი) შემოტანის, საბაჟო გაფორმებისა და აღრიცხვიანობის სრულყოფის წესი.

2. საბაჟო კოდექსის მე-16 და 77-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 6 ივნისის №96 ბრძანების შესაბამისად საქართველოში თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება ხორციელდება ფოთის, სარფის, გარდაბნის, თბილისის აეროპორტის, წითელი ხიდისა და სადახლოს საბაჟოებზე, საბაჟო საგუშაგო ბათუმის ნავსადგურზე, ხოლო საბაჟო გაფორმება – აჭარის რეგიონალური საბაჟო სამმართველოს, თბილისის რეგიონალური საბაჟოს და ფოთის საბაჟოს მიერ.

3. აკრძალულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება და საბაჟო გაფორმება „თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის” (შემდგომში – იმპორტიორის ბარათი) გარეშე.

4. იმპორტიორის ბარათის გაცემა და აღრიცხვა წარმოებს ცენტრალიზებული წესით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) მიერ, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის №96 ბრძანებითა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

5. იმპორტიორის ბარათის შევსება ხდება თანდართული წესის შესაბამისად (დანართი №4).

6. წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ იმპორტიორის ბარათთან ერთად საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის ყოველი კონკრეტული პარტიის გადაადგილებაზე გაიცემა აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვა (დანართი №2).

7. აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვა (შემდგომში – გადაზიდვის ნებართვა), ისევე როგორც იმპორტიორის ბარათი, წარმოადგენს სპეციალური ნიშნით (ჰოლოგრამული მარკა) დაცულ დოკუმენტს, რომელიც გაიცემა სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული აქციზური საქონლის ყოველ კონკრეტულ პარტიაზე, გარდა ნავთობის დისტილატებისა.

8. თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს.

II. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი)

9. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით შემომტანმა პირმა ამის შესახებ წინასწარ უნდა განაცხადოს საბაჟო დეპარტამენტში და მიიღოს იმპორტიორის ბარათი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის საბაჟო რეჟიმით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ნებართვას.

10. იმპორტიორის ბარათის მისაღებად თამბაქოს ნაწარმის შემომტანმა ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა საბაჟო დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს:

ა) საქონლის მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ან მათი ურთიერთობის განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება საქონლის ფასი, მიწოდების პირობები, ტრანსპორტირების ღირებულება და სხვა ხარჯები, რომლებიც გავლენას ახდენენ საქონლის საბაჟო ღირებულების ფორმირებაზე:

ბ) საქონლის წარმოშობის სერიფიკატი;

გ) საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს თამბაქოს ნაწარმის ღირებულებას, რაოდენობას და სასაქონლო ნომენკლატურას (თუ საქონლის ღირებულება აღემატება 2500 აშშ დოლარს);

დ) საქონლის თანმხლები სატვირთო და სატრანსპორტო ზედდებულები;

ე) აქციზური მარკების სამსახურის მიერ გაცემული აქტი სერიებისა და ნომრების მიხედვით, იმპორტიორის მიერ შეძენილი აქციზური მარკების შესახებ;

ვ) საგადასახადო ვალდებულების აღსრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 6.06.2000 წლის №96 ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქციზური მარკების იდენტურობის შესახებ შედგენილი აქტი („თამბაქოს ნაწარმის შემოწმების შესახებ”).

საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის თითოეული სატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას შემოსასვლელ საბაჟო ორგანოში ხდება სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებული ყუთების საერთო რაოდენობის არანაკლებ 2%-ის, ხოლო თითოეული ყუთიდან არანაკლებ 2%-ის შერჩევითი გადამოწმება. მაგ.: თუ კონტეინერში განთავსებულია 1000 ყუთი სიგარეტი, შერჩევით მოწმდება არანაკლებ 20 ყუთისა, ხოლო თითო ყუთიდან არანაკლებ 10 კოლოფისა.

11. იმპორტიორის ბარათი ივსება ოთხ ეგზემპლარად. პირველი რჩება საბაჟო დეპარტამენტში, ხოლო დანარჩენი სამი ეძლევა იმპორტიორს, ან მის უფლებამოსილ პირს, რომელთაგან მესამე და მეოთხე ეგზემპლარები განკუთვნილია შესაბამისად მიმღები და გამფორმებელი საბაჟოებისათვის.

12. საქონლის საბაჟო გაფორმების შემდეგ, იმპორტიორის ბარათის მეოთხე ეგზემპლარი ბრუნდება საბაჟო დეპარტამენტში.

13. იმპორტიორის ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 10 კალენდარული დღით.

14. იმპორტიორის ბარათი ძალადაკარგულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დაიკარგა ან განადგურდა იმპორტიორის ხელთ არსებული ბარათის ერთ-ერთი ეგზემპლარი;

ბ) იმპორტიორის ბარათს გაუვიდა მოქმედების ვადა.

15. საბაჟო ორგანო, შემოტანილი თამბაქოს ნაწარმის საბოლოო საბაჟო გაფორმებას ახდენს მხოლოდ იმპორტიორის ბარათის წარდგენის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

16. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით შემოტანილი თამბაქოს ნაწარმი საბოლოო საბაჟო გაფორმებისათვის საჭიროებს გადაადგილებას ქვეყნის სივრცეში, ასეთი გადაადგილების ნებადამრთველ დოკუმენტს იმპორტიორის ბარათთან ერთად წარმოადგენს წინამდებარე ინსტრუქციის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაზიდვის ნებართვა.

გადაზიდვის ნებართვა გაიცემა ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი რჩება საბაჟო დეპარტამენტში, ხოლო მეორეზე ეკვრება ჰოლოგრამული მარკა და ეძლევა იმპორტიორს.

 მოცემულ შემთხვევაში, შემოსასვლელი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ამოწმებს იმპორტიორის მიერ წარმოდგენილ იმპორტიორის ბარათის და გადაზიდვის ნებართვის ეგზემპლარებს პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით. დამოწმებული იმპორტიორის ბარათის მე-3 ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოში, ხოლო იმპორტიორის ბარათისა და გადაზიდვის ნებართვის დანარჩენი ეგზემპლარები უბრუნდება საქონლის გადამაადგილებელს დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარსადგენად. საქონლის გადაადგილება დანიშნულების საბაჟომდე ხდება საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დისპეტჩერიზაციის სამმართველოს მეშვეობით. შემოსასვლელი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია იმპორტიორის ბარათის მე-2 ეგზემპლარის უკანა მხარეს მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი შიდა საბაჟო ტრანზიტის (შემდგომში – შსტ) ფორმების ნომრები და დაამოწმოს პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით.

17. წინამდებარე ინსტრუქციის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო გაფორმების დასრულების შემდეგ, გამფორმებელი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ ივსება იმპორტიორის ბარათის მე-4 ეგზემპლარის მე-15 გრაფა და გადაზიდვის ნებართვის მე-2 ეგზემპლართან ერთად მოწმდება პირადნომრიანი ბეჭდით და ხელმოწერით. აღნიშნული ეგზემპლარები ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტის სათბობ-ენერგეტიკული და აქციზური საქონლის სამმართველოს.

18. სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – სსდ) 44-ე გრაფაში, მე-8 ნომრად (საქართველოს კანონმდელობით გათვალისწინებული სხვა ნებართვების ნომრები და თარიღები) ჩაიწერება საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული იმპორტიორის ბარათისა და აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.

III. ტრანზიტი

19. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმით გადაადგილებულ თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

20. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილება ხდება საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი აქციზური ხაზების სქემის მიხედვით.

21. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმით გადაადგილებული თამბაქოს ნაწარმი:

ა) უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით;

ბ) არ უნდა გამოიყენებოდეს რაიმე სხვა მიზნებისათვის, გარდა ტრანზიტისა;

გ) შემოსასვლელი საბაჟო ორგანოდან გასასვლელ საბაჟო ორგანომდე გადაადგილდეს საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში, სატრანსპორტო საშუალებათა შესაძლებლობების, დასახული მარშრუტისა და სხვა პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არა უგვიანეს 10 დღისა;

დ) უნდა გადაადგილდეს საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხეველობისა და დისპეტჩერიზაციის სამმართველოს მიერ საბაჟო გაცილების უზრუნველყოფით.

22. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმით გადაადგილებული თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება შუალედურ გადატვირთვას ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე, აღნიშნული უნდა განხორციელდეს იმ საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რომლის მოქმედების რეგიონშიც ხდება ასეთი გადატვირთვა, საბაჟო დეპარტამენტის სათბობ-ენერგეტიკული და აქციზური საქონლის სამმართველოს ნაბართვის საფუძველზე, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შეთანხმებით.

23. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით თამბაქოს ნაწარმის გადამაადგილებელმა პირმა (საქონლის მესაკუთრე, მფლობელი, გადამზიდველი) ამის შესახებ წინასწარ უნდა განაცხადოს საბაჟო დეპარტამენტში და წარმოადგინოს სახეობების მიხედვით გადასაადგილებელი საქონლის თანმხლები სატვირთო და სატრანსპორტო დოკუმენტები, მათ შორის დანიშნულების ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი დასტური საქონლის მიმღების რეალობის შესახებ და მიმღები პირის წერილობითი თანხმობა საქონლის მიღების შესახებ.

24. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტი გასცემს გადაზიდვის ნებართვას, რომლის გარეშეც თამბაქოს ნაწარმის ტრანზიტის რეჟიმით გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია და რომელიც იმავდროულად წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის ტრანზიტად გადაადგილების ნებართვას.

25. გადაზიდვის ნებართვა გაიცემა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებულ ყოველ კონკრეტულ პარტიაზე. გადაზიდვის ნებართვა გაიცემა ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი რჩება საბაჟო დეპარტამენტში, ხოლო მეორეზე ეკვრება ჰოლოგრამული მარკა და ეძლევა საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ უფლებამოსილ პირს.

26. გადაზიდვის ნებართვის წარდგენის შემდეგ, შემოსასვლელი ორგანოს პასუხისმგებელი პირი, საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გადაზიდვის ნებართვის წარდგენილ ეგზემპლარს ამოწმებს ხელის მოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით, რის შემდეგაც ნებართვის აღნიშნული პირი უბრუნდება საქონლის გადამაადგილებელს, გასასვლელ საბაჟო ორგანოში წარსადგენად.

27. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებისას საქონლის გადამაადგილებელი ვალდებულია, გასასვლელ საბაჟო ორგანოს, შსტ ფორმების სათანადო ეგზემპლარებთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს გადაზიდვის ნებართვის მეორე ეგზემპლარი.

28. გასასვლელი საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი ამოწმებს გადაზიდვის ნებართვას პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით, რის შემდეგაც აღნიშნულ ეგზემპლარს უგზავნის საბაჟო დეპარტამენტის სათბობ-ენერგეტიკული და აქციზური საქონლის სამმართველოს.

IV. თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტი

29. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანად განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი გაცხადებულია მხოლოდ და მხოლოდ რეექსპორტისათვის, ასეთი საქონელი აქციზური მარკებით ნიშანდებას არ ექვემდებარება.

30. თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევა ხორციელდება საბაჟო დეპარტამენტის სათბობ-ენერგეტიკულ და აქციზური საქონლის სამმართველოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შეთანხმებით.

31. რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოთავსდეს მარკირებას დაქვემდებარებული ის არამარკირებული თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შემოტანილი იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და ხსენებული რეჟიმის გაცხადების მომენტში არსებული წესის თანახმად განთავსებული იყო ტერმინალ ,,ლილო 1”-ში.

32. წინამდებარე ინსტრუქციის 31-ე პუნქტში მითითებული საქონლის ყოველი კონკრეტული პარტიის რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე, ტვირთის მფლობელმა (გადამზიდველმა, ტვირთის მეპატრონის ნდობით აღჭურვილმა პირმა) საქონლის გადაზიდვის ნებართვის მისაღებად საბაჟო დეპარტამენტში წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ხსენებულ რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის სახეობის, რაოდენობის და ღირებულების განმსაზღვრელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სატვირთო და სატრანსპორტო დოკუმენტები, საქონლის მიმღებთან გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტი), ან მხარეთა ურთიერთობის განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტის ორიგინალი.

33. თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმება რეექსპორტის საბაჟო რეჟიმით გაფორმება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

34. რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში მარკირებული აქციზური საქონლის გაცხადების შემთხვევაში, აქციზური მარკები, რომლებითაც მარკირებულია აღნიშნულ რეჟიმში მოსათავსებელი აქციზური საქონელი, ექვემდებარება ისეთი სახით დაზიანებას, რომ გამოირიცხოს მისი შემდგომი გამოყენება საქონლის სარეალიზაციოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

V. ექსპორტი

35. საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გასატანად განკუთვნილი სამამულო წარმოების თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

36. თამბაქოს ნაწარმის ექსპორტიორმა აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვის მისაღებად საბაჟო დეპარტამენტში უნდა წარადგინოს:

ა) საქონლის მიმღებთან გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტი), ან მხარეთა ურთიერთობის განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტის ორიგინალი;

ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;

გ) კონტრაქტით გათვალისწინებული დამკვეთი მხარის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი აქციზური მარკების სერიებისა და ნომრების მიხედვით შეძენის შესახებ, თუ თამბაქოს ნაწარმი მარკირებულია უცხოური აქციზური მარკებით;

დ) საქონლის სახეობის, რაოდენობის და ღირებულების განმსაზღვრელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

37. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტი ახდენს აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვის შევსებას ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი რჩება საბაჟო დეპარტამენტში, ხოლო მეორე ეძლევა ექსპორტიორს საქონლის გამფორმებელ საბაჟოზე წარსადგენად.

38. საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების შემდეგ საბაჟო ორგანო ახდენს საქონლის საბაჟო გაფორმებას ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად და თამბაქოს ნაწარმის გადამაადგილებელ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებზე შსტ ფორმების გამოწერასთან ერთად ახდენს ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვის დამოწმებას პირადნომრიანი ბეჭდით და ხელმოწერით.

39. საქართველოდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გასატანად განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი გადაადგილებას ექვემდებარება მხოლოდ საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხეველობისა და დისპეტჩერიზაციის სამმართველოს მიერ სათანადო გაცილების უზრუნველყოფით.

40. გადაზიდვის ნებართვა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, ეძლევა გადამზიდველს გასასვლელ საბაჟო ორგანოში წარსადგენად.

41. გასასვლელი საბაჟო ორგანოს მიერ დამოწმებული გადაზიდვის ნებართვა ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტის სათბობ-ენერგეტიკულ და აქციზური საქონლის სამმართველოს.

42. უცხოური წარმოშობის მარკირებული თამბაქოს ნაწარმის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის შესახებ გაცხადების შემთხვევაში, აქციზური მარკები ექვემდებარება დაზიანებას ისეთი სახით, რომ გამოირიცხოს მისი შემდგომი გამოყენება საქონლის სარეალიზაციოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

VI. თამბაქოს ნაწარმის რეიმპორტი

43. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სამამულო წარმოების არამარკირებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისას, საქონელი ექვემდებარება გადაადგილებას საბაჟო გაცილების თანხლებით რეგიონალურ ტერმინალ “ლილო 1”-ში.

44. 47-ე პუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება ხორციელდება საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე, წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ასეთი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება აუცილებელ მარკირებას მოქმედი კანონის შესაბამისად.

45. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი სამამულო წარმოების თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

VII. საბაჟო საწყობი

46. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში განსათავსებლად განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება გადაადგილებას საბაჟო გაცილების თანხლებით.

47. თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება ხდება წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე. გადაზიდვის ნებართვა გაიცემა ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი რჩება საბაჟო დეპარტამენტში, ხოლო მეორეზე ეკვრება ჰოლოგრამული მარკა და ეძლევა საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ უფლებამოსილ პირს.

48. მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი იმ პირობით შეიძლება მოექცეს საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში, თუ ასეთი საქონელი განთავსდება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილ ტერმინალ „ლილო-1”-ში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

 

 

გადამზიდავის საყურადღებოდ!

1. აქციზური ტვირთების გადამზიდავი ვალდებულია:

ა) წარმოადგინოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტვირთის მფლობელთან ან მისი ნდობით აღჭურვილ პირთან ხელშეკრულება ამ ტვირთის გადაზიდვაზე;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (დაზიანება, ავარია, სტიქიური უბედურება და ა.შ.):

· დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ უახლოეს რეგიონალურ საბაჟო ორგანოს;

· გამოიძახოს და დაასწროს საბაჟოს წარმომადგენელი აქციზური ტვირთების გადატვირთვას სატრანსპორტო საშუალების გამოცვლისას;

· შეატანინოს და დაამოწმებინოს შესაბამისი ცვლილებები შსტ-ს ფორმაში საბაჟოს წარმომადგენელს;

გ) ტრანზიტით გადაადგილებული ტვირთები მიაწოდოს გასასვლელ საბაჟო ორგანოს შემოსასვლელი საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.

2. გადამზიდავი ასრულებს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად.

 

საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელ პირთა საყურადღებოდ!

1. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური საქონლის შემოტანისას და მისი საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გადამზიდავის მიერ წარმოდგენილი ნებართვა დაამოწმოს პირადნომრიანი ბეჭდით და ხელმოწერით.

2. ბეჭდის დასმის ადგილი მითითებულია ნებართვის პირველი გვერდის მარცხენა და მარჯვენა ქვედა კუთხეებში.

3. საბაჟო გადაფორმების დასრულების შემდეგ, ნებართვის დამოწმებული ეგზემპლარი უნდა ჩამოერთვას გადამზიდავს და გაიგზავნოს საბაჟო დეპარტამენტის აქციზური საქონლის მონიტორინგის სამმართველოში.

4. აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის, სათანადო დაცვითი ნიშნით (ჰოლოგრამული მარკა) აღჭურვილ დოკუმენტს.

 

 

 

გავეცანი — — — — — — — — — — — — — —

                   (გადამზიდავის ხელმოწერა)                                    ბ.ა.

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის შევსების წესი

საერთო დებულებანი

მოცემული წესი განსაზღვრავს თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის (შემდგომში – ბარათი) შევსების წესს.

ბარათების კომპლექტი შედგება ოთხი დანომრილი აკინძული ფურცლისაგან, რომელთა მეორე, მესამე და მეოთხე ეგზემპლარებს ეკვრება ჰოლოგრამული მარკა, ასეთისთვის სპეციალურად მინიშნებულ ადგილას.

ბარათი ივსება საქონლის ყოველ კონკრეტულ პარტიაზე.

შევსებული ბარათის ფურცლები ნაწილდება შემდეგნაირად:

პირველი ფურცელი რჩება საბაჟო დეპარტამენტში;

მეორე ფურცელი ეძლევა იმპორტიორს;

მესამე ფურცელი ეგზავნება იმ საბაჟო ორგანოს, საიდანაც უნდა შემოვიდეს საქონელი;

მეოთხე ფურცელი ეგზავნება იმ საბაჟო ორგანოს, რომელმაც უნდა მოახდინოს საქონლის საბოლოო საბაჟო გაფორმება.

ბარათში არ უნდა იყოს წაშლილი და გადასწორებული ადგილები. ყოველი შესწორების შეტანა უნდა მოხდეს არასწორი მონაცემების გადახაზვით და თუ საჭიროა, შესაბამისი მონაცემების იმავე ფურცელზე ჩაბევჭდით, ჩამატებით. ყოველი შესწორება მოწმდება ხელმოწერით და ბეჭდის დასმით.

ბარათები ივსება ქართულ ენაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ბარათის გრაფებში არ არის დამატებითი მონაცემების შესატანი ადგილი, დაიშვება ამ მონაცემების უკანა მხარეზე დატანა, რომელიც მოწმდება ბეჭდით, ხოლო პირველ მხარეს იწერება „იხილე მეორე გვერდი”.

გრაფების შევსება

გრაფა 1. „საბაჟო რეჟიმი”

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება იმპორტი – „იმ”, მეორეში კი საბაჟო რეჟიმის ორნიშნა კოდი – „40”;

გრაფა 2. „გამგზავნი/ექსპორტიორი”

გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი იურიდიული პირის დასახელება, მისამართი ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

გრაფა 3. „მიმღები/იმპორტიორი”

გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღები რეზიდენტის დასახელება, მისამართი, ტელეფონის და ტელეფაქსის ნომერი, ან რეზიდენტი ფიზიკური პირის სახელი, გვარი და მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

გრაფა 4. „გამომგზავნი ქვეყანა”

გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის შემოკლებითი დასახელება და რიცხობრივი კოდი მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი №3);

გრაფა 5. „წარმოშობის ქვეყანა”

გრაფაში ჩაიწერება საქონლის მწარმოებელი ქვეყნის შემოკლებითი დასახელება და რიცხობრივი კოდი მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი №3). თუ კონტრაქტის შესრულების დროს მწარმოებელი ქვეყანა უცნობია, გრაფაში ჩაიწერება – „უცნობი”. თუ საქონელი წარმოებულია სხვადასხვა ქვეყნებში, გრაფაში ჩაიწერება – „სხვადასხვა”;

გრაფა 6. „დანიშნულების ქვეყანა”

გრაფის პირველ ნაწილში ჩაიწერება – „საქართველო”, მეორე ნაწილში საქართველოს ციფრული კოდი მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად – „268”;

გრაფა 7. „საქონლის კოდი”

გრაფაში ჩაიწერება საქონლის ცხრანიშნა კოდი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით.

სტრუქტურულად კოდის ციფრები იწერება მიყოლებით, ყოველგვარი გამყოფი ნიშნების გარეშე;

გრაფა 8. „სქონლის საინვოისო ღირებულება”

გრაფაში ჩაიწერება საქონლის ინვოისში (ანგარიშფაქტურა) მითითებული ღირებულება;

გრაფა 9. „საქონლის საბაჟო ღირებულება”

გრაფაში ჩაიწერება საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება 2500 აშშ დოლარს გრაფაში ჩაიწერება კომპანია „ITS”-ს მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება წინასაიმპორტო ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით;

გრაფა 10. „გადამზიდველი”

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება გადამზიდველის დასახელება, მისამართი, ტელეფონის და ტელეფაქსის ნომერი, ხოლო მეორეში – საიდენტიფიკაციო ნომერი.

გრაფა 11. „გადაზიდვის ნებართვის ნომერი”

გრაფაში ჩაიწერება საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.

გრაფა 12. „საქონლის სტატისტიკური ღირებულება”

გრაფაში აღინიშნება საქონლის ღირებულება აშშ დოლარებში;

გრაფა 13. „საბაჟო (საგუშაგო) საზღვარზე”

გრაფაში ჩაიწერება შემოსასვლელი საბაჟოს (საგუშაგო) დასახელება (კოდი);

გრაფა 14. „შემოწმების აქტის გაცემის თარიღი”

გრაფაში ჩაიწერება შემოსასვლელი საბაჟოს (საგუშაგო) მიერ საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდებაზე, ამ მარკების იდენტურობასა და სიყალბეზე კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმების აქტის შევსების თარიღი;

გრაფა 15. „სსდ-ს ნომერი”

გრაფა ივსება იმ საბაჟოს მიერ, სადაც ხდება საქონლის საბოლოო საბაჟო გაფორმება. გრაფაში მიეთითება შევსებული სსდ-ს ნომერი;

გრაფა 16. „წინმსწრები დოკუმენტი”

გრაფაში იწერება წინამორბედი „თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის” ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გრაფა 17. „საქონლის რაოდენობა სახეობების მიხედვით”

გრაფაში ჩაიწერება შემოტანილი საქონლის რაოდენობა სახეობების, ყუთების, კოლოფების, მიხედვით;

გრაფა 18. „დამატებითი ინფორმაცია/წარმოდგენილი საბუთები”

გრაფაში აღინიშნება (თითოეული რეკვიზიტი იწყება ახალი ხაზით და იწყება რიგითი ნომრით):

1. საქონლის მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ან მათი ურთიერთობების განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტის გაფორმების თარიღი და ნომერი;

2. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი;

3. საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტის (თუ საქონლის ღირებულება აღემატება 2500 აშშ დოლარს) ნომერი და გაცემის თარიღი;

4. საქონლის თანმხლები სატვირთო და სატრანსპორტო ზედდებულების ნომრები;

5. აქციზური მარკების სამსახურის მიერ სერიებისა და ნომრების მიხედვით გაცემული აქციზური მარკების შესახებ აქტის ნომერი;

6. საგადასახადო ვალდებულების აღსრულების დამადასტურებელი დოკუმენტის თარიღი და ნომერი;

გრაფა 19. „ბარათში მოყვანილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ”

მიეთითება მე-3 გრაფაში აღნიშნული იურიდიული/ფიზიკური პირების ან მათი ნდობით აღჭურვილი პირების გვარი და ინიციალები, რომლის გასწვრივ კეთდება ხელმოწერა და ისმევა მისი ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდის წარწერა;

გრაფა 20. „საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება”

გრაფის პირველ სვეტში „სახე” – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელების კოდები, საბაჟო გადასახადების კლასიფიკატორის შესაბამისად (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი №8).

გრაფის მეორე სვეტში „დარიცხვის საფუძველი” – შეიტანება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ეროვნულ ვალუტაში.

გრაფის მესამე სვეტში „განაკვეთი” – აღინიშნება გადასახდელის განაკვეთი პროცენტობით საქონლის საბაჟო ღირებულების მიმართ.

გრაფის მეოთხე სვეტში „ჯამი” – ჩაიწერება თანხა მიღებული მეორე სვეტის მონაცემების გამრავლებით მესამე სვეტის პროცენტულ მონაცემზე;

გრაფის განყოფილებაში „სულ”– ჩაიწერება საერთო საბაჟო გადასახდელების ჯამი.

გრაფა 21. „საგადასახადო ვალდებულება აღსრულებულია” – საგადასახადო ვალდებულებების აღსრულების შემთხვევაში მოწმდება სათბობ-ენერგეტიკული და აქციზური საქონლის სამმართველოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

გრაფა 22. „შევსების ადგილი და თარიღი”

გრაფაში მიეთითება იმპორტიორის ბარათის შევსების თარიღი, ადგილი და ისმევა საბაჟო დეპარტამენტის ბეჭედი.

გრაფა A. „გაფორმების საბაჟო”

საბაჟო ორგანოს დასახელება, სადაც უნდა განხორციელდეს საქონლის საბოლოო საბაჟო გაფორმება.