„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110516010, 18/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016029
  • Word
37/04
16/05/2011
ვებგვერდი, 110516010, 18/05/2011
220090000.18.011.016029
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

                                                 ბრძანება №37/04           

2011 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის 166 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის 166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007., 97, მუხ. 1040) დამტკიცებული წესების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ანგარიშსწორება საბანკო პლასტიკური ბარათებით

საბანკო პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება რეგულირდება საგადახდო ბარათების შესახებ დებულებით, კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბანკებისა და პლასტიკური ბარათების საერთაშორისო საგადახდო სისტემების მომწოდებელ კორპორაციათა მიერ შემუშავებული წესების შესაბამისად.“.

     მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ.ქადაგიძე