დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიულ პირში-საქართველოს ეროვნულ არქივში ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდტთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 იანვირის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110516007, 16/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016127 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №58
2011 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №17 ბრძანებით (ვებპორტალი, 280111 სსმ. 28/01/2011) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში (შემდგომში – ეროვნული არქივი) ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების პირობებს. ამ წესის შესაბამისად, ეროვნულ არქივში ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნებიან ეროვნული არქივის თანამშრომლები, გარდა ეროვნული არქივის გენერალური დირექტორისა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები