დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110516006, 16/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016126 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №57
2011 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010წ., №172, მუხ.2534) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გენერალურ დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული არქივის თანამშრომლებს იმ კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. გენერალური დირექტორი კონკურსის ჩატარებამდე თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული არქივის თანამშრომელთა მოვალეობების შემსრულებლებს, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს თანამშრომელთა დაწინაურებას, თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული არქივის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; უზრუნველყოფს დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები