"გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4659-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110513025, 13/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.016306
  • Word
4659-Iს
05/05/2011
ვებგვერდი, 110513025, 13/05/2011
360160000.05.001.016306
"გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 47, 26.12.2007, მუხ. 404) მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გაცემისას სანებართვო პირობებში ასახული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულებას აკონტროლებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 5 მაისი.

№4659I