დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4649-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110513015, 13/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400010010.05.001.016296 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 2000 წელი, მუხ. 114) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) დეპარტამენტი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრებს შესაბამის დაინტერესებულ უწყებებსა და თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით შეიმუშავებს დეპარტამენტი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.“.
3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გამოყენებასა და იქ მიმდინარე ეროზიულ და აკუმულაციურ პროცესებზე მეთვალყურეობას ახორციელებს დეპარტამენტი, რომელიც უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზა სამეურნეო საქმიანობის კონტროლის მიზნით;
ბ) შეიმუშაოს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენებისაგან თავდაცვის პრევენციული და ამ პროცესებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები.“.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია ნებართვის გაცემის პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართოს დეპარტამენტი და სავალდებულო დასკვნისათვის გადაუგზავნოს სათანადო დოკუმენტაცია.“.
5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. დეპარტამენტი
დეპარტამენტი ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობების სფეროში:
ა) ადგენს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალურ სქემებს, ნაპირდაცვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტებს;
ბ) ახორციელებს ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამშენებლო საქმიანობის ორგანიზებას;
გ) ახორციელებს მონიტორინგს სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 5 მაისი.
№4649-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები