დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110513009, 17/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430190000.22.022.016120 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №83/ნ
2011 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებით (სსმ, 07.04.2011წ.) დამტკიცებულ ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესი და პირობებში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება.”;
ბ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
,,41. ობიექტური მიზეზით პირის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის დამატებითი გამოცდის დანიშვნის შესახებ.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები