დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110513003, 17/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016030 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 11 მაისი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლის პირველი პუნქტის, 193 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №15 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 05.11.2011წ.) დამტკიცებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების მეორე მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება შესაბამის ინტერნეტ გვერდზე, ადგილობრივ ან/და სხვა ბეჭდვით საინფორმაციო საშუალებებში“.
მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წინასწარგანსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან გადახდილი „ბს შესახებ“.
მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება მე-5 მუხლის მეორე პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არა- ნაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ მუნიციპალიტეტის ქონების საბოლოო საფასურს, ხოლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში“.
მუხლი 4
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიას (ზ. ობოლაძე).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები