„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110512001, 13/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016124
  • Word
55
11/05/2011
ვებგვერდი, 110512001, 13/05/2011
040030000.22.027.016124
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 55

2011 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის        30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებებ ის შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

     „მუხლი 21. სამსახურის განსაკუთრებული უფლებამოსილება

1. დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დღეები ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებს) ამ მუხლით გათვალისწინებული სამსახურები უფლებამოსილნი არიან:

ა) მიიღონ განცხადება პასპორტის განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის თაობაზე და გასცენ აღნიშნული პასპორტი ;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახორციელონ პასპორტის პერსონალიზაცია.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს ძველი თბილისის სამსახური.

 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის ცენტრი.

 4. სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სამსახურის თანამშრომელი, რომელიც განახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.“.

2. მე -3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

 „41 . სამსახურის უფროსის მოადგილეები სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით კურირებენ სამსახურში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით .“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი             . ბურჯალიანი