დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110511034, 16/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/66
2011 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. სენაკის რაიონული სასამართლო
1. შეიქმნას სენაკის რაიონული სასამართლო.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. სენაკის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.
4. სენაკის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:
ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტში;
ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს მარტვილის მუნიციპალიტეტში.“.
4. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ამბროლაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლენტეხის, მესტიის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის რაიონული, ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.".
5. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 626 მუხლი:
„მუხლი 626. სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები
1. 2011 წლის 6 მაისიდან ლიკვიდირებულ იქნეს სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2011 წლის 6 მაისამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი სენაკის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;
ბ) განხორციელდეს სენაკის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და სენაკის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
2. აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2011 წლის 6 მაისიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო სენაკის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2011 წლის 6 მაისიდან გადაეცეს სენაკის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.".
მუხლი 2
1. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2011 წლის 5 აპრილიდან.
2. ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 6 მაისიდან.
ვ. ცერცვაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები