„ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის №08.38.321 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის №08.38.321 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11.26.446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 10/05/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110511033, 19/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 330090000.37.101.016054
  • Word
11.26.446
10/05/2011
ვებგვერდი, 110511033, 19/05/2011
330090000.37.101.016054
„ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის №08.38.321 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის    

დადგენილება №11.26.446

2011 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის08.38.321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” – დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის08.38.321 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე დამატებითი ეტაპის განხორციელების წესსა და პირობებში“   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე -2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მენაშენე – ნებისმიერი ფიზიკური, იურიდიული პირი ან  ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა, რომელიც ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ უძრავ ქონებაზე ფლობს მოქმედ მშენებლობის ნებართვას.“

ბ) მე -3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს მენაშენეს, რომელიც ფლობს                             ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში III, IV ან V კლასის შენობა -ნაგებობის მშენებლობის ნებართვას, რომელიც მოიცავს ასევე მშენებლობის ნებართვას შენობა -ნაგებობის რეკონსტრუქციაზე.“

გ) მე -4 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად მენაშენემ განაცხადით უნდა მიმართოს სააგენტოს  და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია მისამართზე: ქ. თბილისი,               ჟ. შარტავას ქ. 7:

ა) იურიდიულმა პირმა:

ა.ა) წესდების ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;

ა.ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო   (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან ;

ა.გ) უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება პროგრამაში მონაწილეობის თანხმობაზე;

.დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის რეორგანიზაცია/ ლიკვიდაციასთან დაკავშრებით ;

.ე) ცნობა სასამართლოდან იურიდიული პირის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ;

.ვ) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) შესახებ.

ბ) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობამ:

.ა) ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლი ნოტარიალურად დამოწმებული;

.ბ) პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილების ოქმი, ნოტარიალურად დამოწმებული;

.გ) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) შესახებ;

ბ.დ)  ცნობა სასამართლოდან ამხანაგობის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ.

გ) ფიზიკურმა პირმა:

გ.ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ.ბ) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) შესახებ;

გ.გ) ამონაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრიდან ფიზიკური პირის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა ასევე უნდა წარმოადგინონ:

ა) მოქმედი მშენებლობის ნებართვის ასლი და შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია, იმ ასაშენებელი ცალკეული ბინების საცხოვრებელი ფართის მითითებით, რომლის შესყიდვის დაპირების მისაღებადაც ხდება განაცხადის წარდგენა;

ბ) მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით ჩაწერილი კომპაქტ დისკზე);

გ) განმცხადებელმა, ასევე უნდა წარმოადგინოს მშენებლობის დასასრულებლად აუცილებელი, დარჩენილი სამუშაოების ჩამონათვალი და ამ სამუშაოთა შესრულების კონკრეტული ვადები. სამუშაოების ჩამონათვალი უნდა გაიწეროს მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული  ვადის გათვალისწინებით .

დ) მე -6 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაპირებაში განისაზღვრება ასაშენებელი ბინების მაქსიმალური  საცხოვრებელი ფართი, რომლის შესყიდვის დაპირებასაც გასცემს სააგენტო და იმ თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რა ფარგლებშიც უზრუნველყოფს სააგენტო ფართის შესყიდვას.“ ;

ე) მე -7 მუხლი:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან და შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან სამი თვის განმავლობაში არ მოხდება ბინების რეალიზაცია,  მენაშენე/ ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია მომდევნო 12 თვის ვადაში წერილობით მიმართოს სააგენტოს  და დააყენოს მოთხოვნა , გაცემული დაპირების შესაბამისად , განსაზღვრული ბინების საცხოვრებელი ფართის სრულად ან ნაკლები რაოდენობით შესყიდვის თაობაზე.“ ;

ე.ბ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  სააგენტო შეისყიდის ბინებს მხოლოდ თეთრი კარკასის მდგომარეობაში , რაც მოიცავს  კარ-ფანჯარას გარე პერიმეტრზე, რკინის კარს, გაყვანილ შიდა ელექტროქსელს, გალესილ კედლებს, ბინამდე მიყვანილ ვერტიკალურ კომუნიკაციებს (წყალი/კანალიზაცია, დენი, ბუნებრივი აირი) და მოჭიმულ იატაკს.“ ;

ე.გ) მე -6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეძენილ ქონებაზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება სააგენტოს საკუთრების უფლება.“

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ქ. თბილისის მერი გ.  უგულავა