,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N76/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ.”

  • Word
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N76/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ.”
დოკუმენტის ნომერი 66/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110511009, 17/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240040.22.022.016103
  • Word
66/ნ
06/05/2011
ვებგვერდი, 110511009, 17/05/2011
010240040.22.022.016103
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N76/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ.”
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №66/ნ

2011 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N76/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ.

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №76/ნ ბრძანებით (სსმ III, 24.08.2010, №103, მუხ.1553) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4) ,,ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ეკონომიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.;

ბ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

,,მუხლი 61

 1. ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 2. ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

 ა) ხელს უწყობს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

 ბ) ზედამხედველობს ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

 გ) ასრულებს მინისტრისა და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

 დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 3. ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე..

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. შაშკინი