დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების მოწმობის, აგრეთვე ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110511005, 17/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.150.016013 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №35
2011 წლის 11 მაისი
ს.წეროვანი, დევნილთა დასახლება
„ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების მოწმობის, აგრეთვე ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ” ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. „ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების მოწმობის, აგრეთვე ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ” ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №29 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გაცემის გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №4-ისა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ყოჩიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები