„ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110511004, 17/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.150.016012
  • Word
34
11/05/2011
ვებგვერდი, 110511004, 17/05/2011
040090000.35.150.016012
„ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ახალგორის მუნიციპალიტეტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა   №34

2011 წლის 11  მაისი  

ს.წეროვანი, დევნილთა დასახლება     

„ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

1. ”ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და                 ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის 28 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ” უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა;

  გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში  გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული   გადასახდელი ქირის ოდენობაში, წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო  გარანტიის /ბეს თანხა სრულად ირიცხება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში,   ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი  საბანკო გარანტიის/ბეს თანხა უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე მოთხოვნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე                  ა.ყოჩიშვილი