,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11.04.424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 10/05/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110511003, 17/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 330130000.37.101.016050
  • Word
11.04.424
10/05/2011
ვებგვერდი, 110511003, 17/05/2011
330130000.37.101.016050
,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №11.04.424

2011 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

„ ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგ ენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილებით დამტკიცებულ „ ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესში“ შევიდეს ცვლილება და წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 მუხლი:

     „მუხლი 192. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა

1. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვა ნე ნარგავები წარმოადგენს ქ. თბილისის თვით მმართველი ერთეულის საკუთრებას.

2 . ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

3 . ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და გამგეობის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე.

4 . ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი პირი.

5 . ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს გადასაცემი მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.

6 . ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების ) გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი პირი.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის გადაცემამდე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმე ული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.’’.

2. დ ადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი გ. უგულავა