„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის“ შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ‘‘ ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 24 თებერვლის №05.12.121 დადგენილებით დამტკიცებულ წესდებაში (დებულებაში) ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის“ შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ‘‘ ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 24 თებერვლის №05.12.121 დადგენილებით დამტკიცებულ წესდებაში (დებულებაში) ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11.05.425
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 10/05/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110511001, 19/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016055
  • Word
11.05.425
10/05/2011
ვებგვერდი, 110511001, 19/05/2011
040030000.37.101.016055
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის“ შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ‘‘ ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 24 თებერვლის №05.12.121 დადგენილებით დამტკიცებულ წესდებაში (დებულებაში) ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება 11.05.425

2011 წლი 10 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის“ შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ‘‘ ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 24 თებერვლის №05.12.121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის“ შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ                  ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 24 თებერვლის №05.12.121 დადგენილებით (მიუთითეთ) დამტკიცებულ წესდებაში (დებულებაში) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) უზრუნველყოფს მრჩეველთა საბჭოს მიერ მოწონებული პროგრამების შესრულებას და ეკრძალება ფესტივალის, კულტურული ღონისძიების ორგანიზება და განხორციელება მრჩეველთა საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციის გარეშე; ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს რეკომენდაცია, მრჩეველთა საბჭოს ერთი და იმავე რეკომენდაციის წარდგენის შემთხვევაში მხოლოდ ერთხელ .“;

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს (შემდგომში – თავმჯდომარე) საბჭოს წევრთაგან ნიშნავს ქალაქ თბილისის მთავრობა, ცენტრის დირექტორის წა დგინების საფუძველზე.“;

ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „   და ქვეპუნქტები:

გ) განსაზღვრავს საფესტივალო ცენტრის სამხატვრო-შემოქმედებით და განვითარების პოლიტიკასა და სტრატეგიას; განიხილავს და რეკომენდაციას აძლევს ახალ მიმართულებებს პროგრამაში; რეკომენდაციას აძლევს ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის საბოლოო ვერსიას, განიხილავს ფესტივალის ანგარიშს; რეკომენდაციას უკეთებს ამა თუ იმ სპექტაკლს ან ახალ მიმართულებას პროგრამაში;

დ) უფლებამოსილია, ხელმეორედ წარადგინოს შესაბამისი რეკომენდაცია დირექტორის მიერ საბჭოს რეკომენდაციაზე უარის შემთხვევაში.“;

3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს წევრის მიერ სხდომაზე წერილობითი პოზიციის წარდგენა ითვლება საბჭოს სხდომაზე დასწრებად. თუ სხდომა არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ არაუადრეს სამი დღისა, მოიწვევა ახალი სხდომა, იმავე დღის წესრიგით. თუ საბჭოს წევრი ზედიზედ არ დაესწრება საბჭოს 2 სხდომას ან არ წარმოადგენს წერილობით პოზიციას, იგი ირიცხება საბჭოდან.“.

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ქ. თბილისის მერი გ.  უგულავა