დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის #09 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110510027, 17/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.118.016035 |
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 22
2011 წლის 6 მაისი
ქ. ონი
,,ონის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №09 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,, ონის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №09 დადგენილებაში (სსმ ვებ პორტალი 14/01/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგებილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. დებულების მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ონის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 191 მუხლით.”
3. დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციებელი ორგანო ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის.”.
4. დებულების მე-6 მუხლის მე-4 ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე” უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს. ამასთან, ბიჯის სიდიდე და ბილეთის ფასი განისაზღვრება ყოველი კონკრეტული აუქციონისთვის სააუქციონო კომისიის მიერ და მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.
5. დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე” უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.”.
6. დებულების 22-ე ნუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ” უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
(ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მესაკუთრის მიერ მითითებულ ანგარიშზე);”
7. დებულების 23-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე უკან არ დაუბრუნდება, ხოლო წარდგენილი ,,საბანკო გარანტია” ექვემდებარება შესრულებას.”
ბ) ,,9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ, ხოლო წარდგენილი საბანკო გარანტია ექვემდებარება შესრულებას.”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურდილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები