დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110510022, 13/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016037 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2011 წლის 3 მაისი
ქ. სამტრედია
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 16.03.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე გაანგარიშებით:
ა) საძოვრებისათვის (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 16 ლარის ოდენობით;
ბ) სათიბებისათვის (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისათვის) – 18 ლარის ოდენობით;
გ) სხვა მიწებისათვის – 75 ლარის ოდენობით.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები