დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხულოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110510021, 13/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.35.136.016064 |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2011 წლის 29 აპრილი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე ორგანული კანონის მე-8 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დადგინდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ხულოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა თანდართულ აღწერილობასთან ერთად, დანართის შესაბამისად.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა
მუხლი 1
ხულოს მუნიციპალიტეტის გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა მწვანე და მეწამულ ველებად. გერბის ფარის ზედა ნაწილს კვეთს კუთხოვანი ვერცხლის სარტყელი, ხოლო ქვემოთ მოთავსებულია ოქროს გორაზე შემომდგარი ერთ კოშკიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომლის ქონგურებზე, კოშკის ორივე მხარეს აღმართულია 2 დროშა – მარჯვენა დროშა ტარით მარცხნივ, მარცხენა დროშა ტარით მარჯვნივ. მარჯვენა დროშაზე ჰორიზონტალურადაა გამოსახული მეწამული მახვილი თანმხლები ორი მეწამული ვარსკვლავით ვერცხლის ველზე. მეწამული მახვილის პირი მიმართულია მარჯვნივ; მარცხენა დროშაზე – სამი ვერცხლის სარტყელი ლურჯ ველზე.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი „ხულო“.

ხულოს მუნიციპალიტეტის გერბი
მუხლი 2
ხულოს მუნიციპალიტეტის დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი მწვანე და მეწამულ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, რომელიც გაკვეთილია და იყოფა ვერცხლის და ლურჯ ველებად. ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული პირით ზემოთ აღმართული მახვილი, თანმხლები ორი მეწამული ვარსკვლავით. ლურჯ ველს კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი.
დროშის პროპორციაა 2:3.

ხულოს მუნიციპალიტეტის დროშა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები