„ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

„ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110510018, 13/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.144.016049
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
06/05/2011
ვებგვერდი, 110510018, 13/05/2011
010330000.35.144.016049
„ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/05/2011 - 28/10/2022)

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №23

2011 წლის  6   მაისი

ქ. ქარელი

„ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. შემოღებულ იქნეს ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება.

2. დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესი (დანართი №1).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           პ. ღვინიაშვილი

 

დანართი №1

„ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესი

1. ქართული სახელმწიფოს მშენებლობის განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება.

2. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას ანიჭებს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

3. „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭებათ:

ა) ქარელის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის:

ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისას და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის;

გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქარელის მუნიციპალიტეტის წინაშე, ქარელის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

4. ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს ეძლევათ „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა.

5. ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის გვარი შეტანილი იქნება „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში.

6. „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.

7. „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი.

8. „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის’’ ჩამორთმევა შეუძლია ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით.