დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის #16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110510017, 13/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.144.016048 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2011 წლის 6 მაისი
ქ. ქარელი
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №16 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია – შესყიდვების განყოფილება, საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება, ბუღალტრული აღრიცხვის და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება, მოსაკრებლების და სარგებლობის უფლებით გაცემული მუნიციპალიტეტის ქონებიდან მიღებული შემოსავლების ადმინისტრირების განყოფილება.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) ადგილობრივი მოსაკრებლების და სარგებლობის უფლებით გაცემული მუნიციპალიტეტის ქონებიდან მიღებული შემოსავლების ადმინისტრირებას“;
გ) მე-3 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ყ) მუნიციპალურ შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ადგილობრივი მოსაკრებლების და სარგებლობის უფლებით გაცემული მუნიციპალიტეტის ქონებიდან მიღებული შემოსავლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციები
ადგილობრივი მოსაკრებლების და სარგებლობის უფლებით გაცემული მუნიციპალიტეტის ქონებიდან მიღებული შემოსავლების ადმინისტრირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;
ბ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლების და სარგებლობის უფლებით გაცემული მუნიციპალიტეტის ქონებიდან მიღებული შემოსავლების ადმინისტრირებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები