„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.05.001.002.981
  • Word
5245
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
340.170.000.05.001.002.981
„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

  

საქართველოს კანონი

„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 04.08.2006, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მავნებლებისაგან, დაავადებებისა და სარეველებისაგან მცენარეთა დაცვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ აგროტექნიკური, მექანიკური, თერმული და ბიოლოგიური მეთოდებით და ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული ნივთიერებების გამოყენებით;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული ნივთიერებების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებთან შეთანხმებით.“.

2. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2007 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს ბიოპროდუქციისადმი ძირითად მოთხოვნებზე და წარმოების პირობებზე შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და რეგისტრაციის პროცესის წარმართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. 2007 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებთან შეთანხმებით გამოსცეს ბრძანება ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული ნივთიერებების ნუსხის დამტკიცების შესახებ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5245–რს