„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110510008, 10/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016224
  • Word
247
10/05/2011
ვებგვერდი, 110510008, 10/05/2011
010110000.08.002.016224
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №247

2011 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის                           28 ივნისის №400 ბრძანებულები (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1169) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

 „71. სააგენტოში ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენისას განმცხადებელს გადაეცემა საინფორმაციო ბარათი, სადაც სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იოს განმცხადებლის სააგენტოსთან კომუნიკაციის ფორმის თაობაზე. საინფორმაციო ბარათის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) პირვლი მუხლის:

ბ.ა) მე-8 პუნქტში სიტყვები: ,,ერთ კვირაში“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრით): ,,3 დღის ვადაში“;

ბ.ბ) 81, 82 და 83 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით, სანოტარო წესით დამოწმებული ან საკონსულო თანამდებობის პირის მიერ შესრულებულ და დადასტურებულ ქართულენოვან თარგმთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.“;

გ) მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა, გადაწყ-ვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ ან სხვ.). დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელ საბუთს ასევე წარმოადგენს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება.“;

გ.ბ) „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) მე-2 მუხლის ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა, ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის ნათესაური კავშირი შეიძლება ასევე დადასტურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით), აგრეთვე შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა;“;

დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–3 პუნქტი:

„3. პირმა, რომელსაც შეუწყდა ლტოლვილის სტატუსი და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებისათვის უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირისათვის ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის ფაქტს, პირის ვინაობას, მოქალაქეობას და ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას.“;

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა, გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ ან სხვ.). მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელ საბუთს ასევე წარმოადგენს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყ-ვეტილება.“;

ე.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის ნათესაური კავშირი შეიძლება ასევე დადასტურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით), შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

ვ) მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პირმა, რომელსაც შეუწყდა ლტოლვილის სტატუსი და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვებისათვის უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირისათვის ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის ფაქტს, პირის ვინაობას, მოქალაქეობას და ამ დებულების მე–5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას.“;

ზ) მე-7 მუხლის  მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ასევე მიუთითს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა ელექტრონულ ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.“;

3. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა საბუთი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. საჭირო დოკუმენ-ტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო, მის მიერ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში დაინტერესებულ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

თ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სააგენტო უფლებამოსილია  კანონმდებლობით დადგენილი წესით განმცხადებელს საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება გამოვლინდა ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. ;

ი) მე-7 მუხლის:

ი.ა) მე-5 პუნქტში სიტყვა (ციფრი):  ,,2 დღეში“ შეიცვალოს სიტყვით (ციფრით): ,,3 დღეში“;

ი.ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) 71 მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის  პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.“;

კ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.“;

კ.გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების წარდგენაზე წარმომად-გენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 23 მაისიდან.

მ. სააკაშვილ