გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღების, ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვოს მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110506035, 13/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.166.016036
  • Word
14
29/04/2011
ვებგვერდი, 110506035, 13/05/2011
010250020.35.166.016036
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღების, ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვოს მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2011 წლის 29 აპრილი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის 13 დადგენილებაში ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღების, ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვოს მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის 13 დადგენილებით ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღების, ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვოს მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ დამტკიცებულ დანართ 1-ში _ ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესი’’ შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესი’’ 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა, ერთზე მეტი პრეტენდენტის არსებობის შემთხვევაში, გაიცემა აუქციონის წესით და მისი მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს’’.

2. ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესი’’ მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა აფორმებს სათანადო საიჯარო ხელშეკრულებას ნებართვის მფლობელთან ,,სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის შესახებ’’ ნებართვაში მითითებული ვადით და განუსაზღვრის ყოველწლიურ საიჯარო გადასახადს სარეკლამო ბანერების ფართის 1 მ2 -ზე წელიწადში 10 (ათი) ლარის ოდენობით’’.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                      ზ. იაგანაშვილი