,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის # 219/ძ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის # 219/ძ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 76/ძ
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110506028, 10/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.062.016009
  • Word
76/ძ
03/05/2011
ვებგვერდი, 110506028, 10/05/2011
010320000.33.062.016009
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის # 219/ძ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის

ბრძანება №76/ძ

2011 წლის 3 მაისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  სამინისტროს შიდა აუდიტის  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის  2010 წლის  9  სექტემბრის  №219/ძ  ბრძანებაში  ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის 6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  სამინისტროს შიდა აუდიტის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის 219/ძ ბრძანებით (სსმ III, 17.09.2010წ, 119, მუხლი 1765)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების  მე-2 მუხლის  პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:     

,,1. სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში-საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრის (შემდგომში-მინისტრი) წინაშე.“.

2. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის, ინსპექტირების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია; ”

 ,,ი)  წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) წარუდგინოს მინისტრს და საბჭოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ;”;

,,კ) ყოველკვარტალურად აწარმოოს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ანგარიშგება და წარუდგინოს იგი მინისტრს და საბჭოს;“.

3 . დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მინისტრმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს  ერთხელ, არა უმეტეს  30 კალენდარული დღით.“.

4. დებულების  მე-9  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9.

1. შიდა აუდიტის ეტაპებია:

ა) აუდიტის დაგეგმვა;

ბ) აუდიტის განხორციელება;

გ) ანგარიშგება;

დ) შემდგომი ღონისძიებები შეთავაზებული რეკომენდაციების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით.

2. შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:

ა) შესაბამისობის აუდიტი;

ბ) ოპერაციული აუდიტი;

გ) ეფექტიანობის აუდიტი;

დ) ფინანსური აუდიტი.

3. შიდა აუდიტი ხორცილდება გასვლითი ან კამერალური აუდიტის მეთოდით.

4. შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტი ხორციელდება თემატური ან         კომპლექსური აუდიტის მეთოდით.“.

5. დებულების მე-11 მუხლის მე-3  და მე-5  პუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,3. შიდა  აუდიტის  სტრატეგიულ  და  წლიურ  გეგმებს  რისკის  შეფასების  საფუძველზე  ადგენს  სამსახურის  უფროსი  მინისტრთან  შეთანხმებით. შიდა  აუდიტის  სტრატეგიული  გეგმა  გამომდინარეობს  სამინისტროს  მიზნებიდან, მოიცავს  3-წლიან   პერიოდს  და განსაზღვრავს   შიდა  აუდიტის  სფეროში  სტრატეგიული  განვითარების  მიმართულებებს. შიდა  აუდიტის  წლიური  გეგმა  ეფუძნება  შიდა აუდიტის  სტრატეგიულ  გეგმას  და  შეიცავს  კონკრეტულ  შიდა  აუდიტორულ  დავალებებს.“.

,,5. სამსახურის  უფროსის  წინადადებით  შიდა  აუდიტის  სტრატეგიულ და  წლიურ  გეგმებში   ნებისმიერი  ცვლილება  ხორციელდება  რისკის  შეფასების  საფუძველზე და  მას  ამტკიცებს  მინისტრი.“.

6. დებულების მე-19  მუხლის  მე -2 და  მე–3  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,2.  შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და საბჭოს.“

,,3. სამსახური უფლებამოსილია მინისტრთან და საბჭოსთან შეთანხმებით ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს შიდა აუდიტორული დასკვნა, ანგარიში ან/და მოხსენება.“.

8. დებულების 21-ე მუხლის  მე-2  პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,გ) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;“. 

9. 21-ე მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ლ“  და  ,,მ “ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ხომერიკი