,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 24 ივლისის #336/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 24 ივლისის #336/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75/ძ
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110506027, 10/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 430180000.33.062.016008
  • Word
75/ძ
03/05/2011
ვებგვერდი, 110506027, 10/05/2011
430180000.33.062.016008
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 24 ივლისის #336/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის

ბრძანება №75/ძ

2011 წლის 3 მაისი

   ქ. თბილისი           

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 24 ივლისის №336/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მესამე პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 24 ივლისის №336/ძ ბრძანებაში (აფხ. საკ. მაცნე №18, 25.07.2007წ. მუხლი 46) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-12 მუხლისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”აფხაზეთის კანონის მე-16 მუხლის ,,ა”პუნქტის შესაბამისად,”.

 2. ბრძანებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ (შემდგომში-წესი) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 5. სტაჟიორად მიღებისას წარსადგენი საბუთები

1. კანდიდატმა ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის იურიდიულ, საქმის წარმოებისა და კადრების სამმართველოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

ა) პირადი განცხადება (მინისტრის სახელზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დახასიათება – შუამდგომლობა (თუ კანდიდატი დამამთავრებელი კურსის სტუდენტია);

დ) ავტობიოგრაფია;

ე) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

ვ) ორი ფოტოსურათი 3X4.

2. დანიშვნის შემთხვევაში კანდიდატი იურიდიულ საკითხთა, ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების სამმართველოში ავსებს კადრების აღრიცხვის ფურცელს.”.

3. წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის იურიდიულ, საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველოს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.“.

4. წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საბჭოს ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის იურიდიული, საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველო.”.

5. წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სტაჟირებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა, საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველო.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ხომერიკი