„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110506025, 06/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.016051
  • Word
335
06/05/2011
ვებგვერდი, 110506025, 06/05/2011
010320010.22.026.016051
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №335

2011 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებით (სსმ III, 14.01.2009წ., №4, მუხ.32) დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:

გ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

გ.ბ) შემეცნებით-საგანმანათლებლო განყოფილება.’’.

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საზოგადოებრივი პროექტების მომზადება და განხორციელება;

 რ) სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ყოფილი და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ს) კონცერტების, გამოფენების, კონკურსების და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება.’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია