დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 240 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 05/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110506021, 06/05/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016221 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №240
2011 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) №1 დანართის ,,შ� ქვეპუნქტში:
ა.ა) სიტყვები: �საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს,� შეიცვალოს სიტყვებით: �სახელმწიფო რწმუნებულებს � გუბერნატორებს,�;
ა.ბ) სიტყვები: ,,საკრებულოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს;� შეიცვალოს სიტყვებით: ,,მერის მოადგილეებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს;�;
ბ) №2 დანართის ,,ნ� ქვეპუნქტში:
ბ.ა) ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,ქალაქ თბილისის მერის მოადგილეებს,�;
ბ.ბ) სიტყვები: ,,(გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა);� შეიცვალოს სიტყვებით: ,,(საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გარდა);�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები